განახლებულია 2014 წლის 1 სექტემბერს


მიზნები
„ევროდრამა“ არის თეატრალური თარგმანების ევროპული ქსელი. ის მუშაობს ევროპის, ცენტრალური აზიისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ენებზე. მისი მთავარი მიზანია გააცნოს თეატრის სფეროს პროფესიონალებსა და საზოგადოებას უმთავრესად გამოუქვეყნებელი, საზოგადოებისთვის ჯერ უცნობი ნაწარმოებები, ენობრივი მრავალფეროვნებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობით. ამ 2014-2015 წლის სეზონზე კომიტეტებს დაევალათ რომ აერჩიათ დრამატული ტექსტები უცხო ენაზე, რომელიც თარგმნილია მათ საკუთარ ენაზე.

კომიტეტები

ქსელი ორგანიზებულია უცდაათამდე ენობრივ კითხვის კომიტეტად, რომლებიც დაჯგუფებულია ენების მიხედვით, რაც დაახლოებით 300 წევრს მოიცავს. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც კომპეტენტურია თეატრისა და თარგმანის სფეროში და სურს გაუზიაროს სხვებს თავისი რესურსები, შეუძლია წამოაყენოს თავისი კანდიდატურა, რომ შეუერთდეს ერთ-ერთ კომიტეტს. ახალი წევრის მიღება მტკიცდება თითოეული კომიტეტისთვის განსხვავებული საკუთარი, როგორც წესი ძალიან მარტივი პროცედურების დაცვით. ყოველი ახალი წევრის შეთავაზება კეთილსასურველია. ქსელი ცდილობს ხელი შეუწყოს თანასწორობას და თანაბარ წარმომადგენლობას კომიტეტებში კაცებსა და ქალებს, დამწყებებსა და გამოცდილებს, თეორეტიკოსებსა და პრაქტიკოსებს, დამოუკიდებლებსა და ინსტიტუციონალურ წარმომადგენლებს, ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დიასპორის წევრებს შორის და ა.შ. სასურველია, რომ თეატრის სფეროში მთავარი ადგილობრივი გამომცემლები, დრამატურგიის ეროვნული კონკურსების თუ ეროვნული დრამატურგიის ფესტივალების, ასევე დრამატურგების გაერთიანებების წარმომადგენლები ყოველ კომიტეტში იყვნენ წარმოდგენილი.

ყოველი წევრის მისიაა ხელი შეუწყოს ტექსტების მოძრაობას კომიტეტის შიგნით, კერძოდ მისი ავტორებისთვის, მთარგმნელებისთვის, გამომცემლებისთვის, აგენტებისა და ავტორთა ორგანიზაციებისთვის გაცნობით. ის პასუხისმგებლობას იღებს გაავრცელოს და წაიკითხოს რაც შეიძლება ბევრი ტექსტი. ყველაზე მეტი თავისუფალი დროის მქონე და თეატრით გატაცებულმა წევრებმა საპასუხოდ წაკითხული ტექსტის შესახებ გამოხმაურება უნდა გააკეთონ (ანონიმური, კოორდინატორების საშუალებით) ავტორის თხოვნის შემთხვევაში.

 

დისკუსიის ჯგუფები

 ყოველი წევრი გაწევრინებულია ელექტრონულ საინფორმაციო სიაში.

ეს სიები ნაწილობრივ მოდერირებულია: მხოლოდ წევრებს შეუძლიათ ერთმანეთს მისწერონ, ხოლო ინფორმაცია, რომელიც საერთო სიის მისამართზე იგზავნება გადაეგზავნება კომიტეტის ყველა წევრს.

ევროპისა და აღმოსავლეთის სახლი პასუხს აგებს წევრების ტექნიკურ ჩაწერაზე აღნიშნულ სიაში და ახალი წევრის მიღების შესახებ შეტყობინების გაგზავნაზე.

ყოველ ახალ წევრს მოეთხოვება, რომ წარუდგეს ყველა დანარჩენს საერთო სიის მისამართზე პასუხით.

მიმოწერის ენა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს კომიტეტის ენა, და არა ფრანგული, ინგლისური ან რუსული, გამონაკლისი შემთხვევის გარდა, როდესაც კოლექტიურ წერილს მთავარი კოორდინატორი აგზავნის.

 

რესურსი ადგილები

კომიტეტების ქსელს პარალელურად თან ახლავს რესურსი ადგილების ქსელი.

ეს ადგილები საზოგადოებას სთავაზობს თეატრალური თარგმანების ბიბლიოთეკას და ინფორმაციას ქსელის შესახებ თავიანთი ვებგვერდის საშუალებით (იხილეთ რუბრიკა „რესურსი ადგილები“).

 

კოორდინაცია

თოთოეულ კომიტეტს კოორდინაციას უწევს ერთ–ერთი მისი წევრი, თითოეული კომიტეტისთვის განსხვავებული საკუთარი წესების მიხედვით.

კოორდინატორი უნდა დარწმუნდეს, რომ ქსელის მიზნები კარგადაა გაგებული კომიტეტის წევრების მეირ. ის ეცდება მოაგროვოს და გაავრცელოს წევრებს შორის რაც შეიძლება მეტი ტექსტი; აიყვანოს ახალი წევრები, კერძოდ მთარგმნელებს შორის, და უზრუნველყოს კომიტეტის ერთგვარი განახლებადობა; ორგანიზება გაუკეთოს გაცვლებს, მოსამზადებელ შეკრებებსა და ტექსტების შერჩევასთან დაკავშირებულ კენჭის ყრას. ის მუდმივად უნდა აკონტროლებდეს იმას, რომ შედეგები დროულად გადაეცეს მთავარ კოორდინატორს მოთხოვნილი მასალის თანდართვით (ბიოგრაფია, მოკლე შინაარსი, ნაწყვეტი...). შემდეგ ის ეცდება თავისი კომიტეტის მიერ არჩეული ტექსტების პოპულარიზაციას, მინიმუმ პრესკომუნიკეს შედგენითა და გავრცელებით, ასევე შესაძლებლობის ფარგლებში სხვა კომიტეტების მიერ შერჩეული ტექსტების გავრცელებას. კოორდინატორებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ფესტივალში „თეატრების ევროპა“ ღონისძიების მოწყობით, ასევე დაეწრონ ყოველწლიურ გენერალურ შეკრებას. ევროპისა და აღმოსავლეთის სახლს შეუძლია მხარდაჭერა აღმოუჩინოს კოორიდნატორებს სამოგზაურო ხარჯების დაფინანსების ძიებაში.

 

გენერალური კოორდინატორის ფუნქციას ასრულებს ევროპისა და აღმოსავლეთის სახლი, მაგრამ არა მუდმივად.

 

ტექსტები

ტექსტების შეთავაზება შეუძლია ყველას: ავტორებს, მთარგმნელებს, გამომცემლებს, აგენტებს და ა.შ.

ორიგირნალ ტექსტებს რაც შეეხება, შეთავაზებები უნდა მოიცავდეს ორიგინალ ტექსტს სრულად, ავტორის მოკლე ბიოგრაფიას, ტექნიკურ მონაცემებს (ტექსტის შექმნის თარიღსა და ადგილს, პერსონაჟების რაოდენობას, უკვე მოპოვებული ჯილდოებისა და ნაწარმოების გამოყენების მონაცემებს) ისევე, როგორც ყველა დამატებით ინფორმაციას, რომელსაც გამომგზავნი საინტერესოდ ჩათვლის.

NB : რაც შეეხება ფრანგულ ენაზე დაწერილ ორიგინალ ტექსტებს, მხოლოდ იმ ტექსტების შეთავაზება არის შესაძლებელი, რომლებიც არჩეულ იქნა პროფესიონალური წაკითხვის კომიტეტის არჩევანის საფუძველზე, ან კიდევ ფრანგული კომიტეტის რეკომენდაციით.

რაც შეეხება თარგმანებს, შეთავაზებები უნდა მოიცავდეს თარგმანის სრულ ტექსტს ან ნაწყვეტს (ძირითადად ნაწარმოების 1/5-ს), ნაწარმოების ანალიტიკურ მოკლე შინაარსს, ავტორის მოკლე ბიოგრაფიას, ტექნიკურ მონაცემებს (ტექსტის შექმნის თარიღსა და ადგილს, პერსონაჟების რაოდენობას, უკვე მოპოვებული ჯილდოებისა და ნაწარმოების გამოყენების მონაცემებს) ისევე, როგორც ყველა დამატებით ინფორმაციას, რომელსაც გამომგზავნი საინტერესოდ ჩათვლის. რა თქმა უნდა აუცილებელია მიეთითოს ორგინალი ტექსტის ენა და მთარგმნელის ვინაობა.

შეთავაზებები უნდა იქნას გაგზავნილი მხოლოდ მეილით pdf ფორმატში შესაბამისი კომიტეტის კოორდინატორის მისამართზე (იხ. მისამართები ქვეთავში „ენობრივი კომიტეტები“), ან უკიდურეს შემთხვევაში გენერალური კოორდინატორის მისამართზე: Cette adresse e-mail est protégée contre les robots spammeurs. Vous devez activer le JavaScript pour la visualiser.. კომიტეტის წევრებმა შეთავაზებული ტექსტი უნდა გააგზავნონ პირდაპირ თავიანთი კომიტეტის მისამართზე.

ერთაერთი ვადა არის ტექსტების არჩევის გამოცხადების თარიღი. რაც უფრო ადრე იქნება წინადადებები გაკეთებული, უფრო ფართოდ მოხერხდება მათი გაცვლა და კონკრეტული ტექსტის წამკითხველთა რაოდენობა.

ტექსტები გადაეცემათ იმ კომიტეტებს, რომელზეც დაწერილია ესა თუ ის შეთავაზებული ტექსტი. მაგალითად, მაკედონიურ ენაზე დაწერილი ტექსტი გადაეცემა მაკედონიური ენის კომიტეტს.აამავე ტექსტის ლიტვურ ენაზე თარგმანის შეთავაზება გადაეცემა ლიტვური ენის კომიტეტს.

ტექსტის ენა არის მთავარი საყრდენი მოცემულობა, თეორიულად ყოველგვარი ეროვნული წარმომავლობისა და ავტორის ადგილსამყოფელის მიხედვით დიფერენციაციის გარეშე. თუმცაღა, ქსელს არ აქვს მიზნად განიხილოს ევროპის / ხმელთაშუაზღვისპირეთის / ცენტრალური აზიის ზონის გარეთ არსებულ ტერიტორიებზე შექმნილი ტექსტები. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა წინადადება სათითაოდ განიხილება შესაბამის ენობრივ კომიტეტთან თანამშრომლობით.

ერთმა ავტორმა შეიძლება იმდენი ტექსტის შესთავაზოს ქსელს, რამდენიც მოესურვება, და იმდენჯერ რამდენჯერაც უნდა. თუმცაღა მაინც სასუველია, რომ ერთ განხილვაზე მხოლოდ ერთი ტექსტი იქნას შემოთავაზებული.

მოტივირებული გამონაკლისის გარდა, მხოლოდ ბოლო წლების ნაწარმოები მიიღება: 5 წლის პერიოდში შემნილი ორიგინალები, 10 წლის პერიოდში – თარგმანები.

 

ტექსტების არჩევა

ევროდრამის თითოეული კომიტეტი ადგენს ორ არჩევანს (სელექციას) მაქსიმუმ სამი ტექსტისა, ორი წელზე, ბიენალეს პრინციპით. ერთი და იმავე ავტორის მხოლოდ ერთი ტექსტი შეიძლება შევიდეს ერთ სელექციაში. არჩევის პრინციპი შემდეგია:

– წყვილი რიცხვით დაბოლოვებულ წელს: დრამატული ნაწარმოებების არჩევა ორიგინალ ენაზე რომელიმე სხვა ევროპულ ენაზე სათარგმნად (ex-translation);

– კენტი რიცხვით დაბოლოვებულ წელს: სხვა ევროპულ ენაზე არსებული დრამატული ტექსტების არჩევა საკუთარ ენაზე სათარგმნად (in-translation).

 

არჩევის წესი

კომიტეტის თითოეულ წევრს აქვს 6 ქულა. თეორიულად, ის ანიჭებს 3 ქულას თავის პირველ არჩევანს, 2 ქულას – მეორეს და 1 ქულას – მესამეს. მაგრამ ყველა სხვა კომბინაციაც შესაძლებელია, თითო ტექსტისათვის მინიმუმ 1 ქულის და მაქსიმუმ 3 ქულის მინიჭებით. მაგალითად შესაძლებელია მიენიჭოს 1 ქულა 6 სხვადასხვა ტექსტს, ან 2 ქულა სამ ტექსტს და ა.შ. თითოეულ წევრს შეუძლია აზრი შეიცვალოს რამდენჯერაც სურს ვადის ამოწურვამდე.

თარიღები

ტექსტების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2014 წლის 31 დეკემბერი.

შუალედური შეხვედრები: თებერვალი 2015

სადისკუსიო შეხვედრები: მარტი 2015

შერჩევის ბოლო ვადა: 1 პარილი 2015

გენერალური ასამბლეა: ნიქოზია, მაისი 2015.

(2013 წლის ანგარიში) (2014 წლის ანგარიში)


პასუხები

სახსრების სიმცირის გამო, წინადადებების ავტორებს საპასუხოდ ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში. შედეგები ონლაინ ქსელში იდება გადაწყვეტილების გამოტანიდან რამდენიმე კვირი ვადაში.

ყველა ავტორს შეუძლია მოითხოვოს მისი ტექსტის წაკითხვების შედეგები (შენიშვნები). სასურველია, რომ მას ეს ინფორმაცია ანონიმური სახით დაგაეცეს.

დაახლოებით 300–მდე ტექსტი მოძრაობს მთელს ქსელში ყოველ წელს. ფრანგული კომიტეტისთვის შეთავაზებული ტექსტები საშუალოდ 7 სხვადასხვა პირის მიერ არის წაკითხული.

 

მომავალი მსვლელობა

აღნიშნული სელექციის ჩატარება (სამწუხაროდ) არ ითვალისწინებს ანაზღაურებას.

ორიგინალ ენაზე შერჩეული ტექსტი ერთგვარი შეთავაზებაა იმავე ენის მთარგნელებისთვის, რომ შეუდგნენ ამ ტექსტის თარგმნას. სათარგმნი ტექსტის შერჩევა ნაწყვეტის სახით მოუხმობს მთარგმნელს, რომ მისი თარგმნა განაგრძოს. სრულად თარგმნილი ტექსტის შერჩევა კი დამდგმელ რეჟისორებსა და გამომცემლებს მოუხმობს, რომ ის გამოიყენონ.

ქსელი მუშაობს ბევრ სხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, რაც მას საშუალებას აძლევს ავტორთა რეზიდენციების, მთარგმნელების მხარდაჭერისა და საერთაშორისო მასშტაბით პატრნიორების მოძიების კუთხით მუდმივ დინამიკაში იმოქმედოს.